Matcha Tea Bowls


მაჩას ჩაის თასები (ჯამები), რომლებიც ცნობილია როგორც chawan, არის ტრადიციული იაპონური თასები, რომლებიც გამოიყენება მაჩას მომზადებისა და დალევისთვის იაპონურ ჩაის ცერემონიაში. მათი ისტორია XII–XIII საუკუნეებს უკავშირდება, როდესაც ფხვნილისებრი მწვანე ჩაის დალევის კულტურა ჩინეთიდან იაპონიაში გავრცელდა. 

იაპონური ჩაის ცერემონიის განვითარებასთან ერთად, ეს ჯამები გადაიქცა სპეციალურ ჭურჭლად, რომელიც შექმნილია მაჩას ათქვეფისა და მისი დატკბობისთვის. XVI საუკუნეში ჩაის ოსტატმა სენ ნო რიკიუმ (Sen no Rikyū) ჩამოაყალიბა ვაბიჩას (wabi-cha) ფილოსოფია, რომელიც სიმარტივესა და ბუნებრივ სილამაზეს უსვამდა ხაზს და მნიშვნელოვნად განსაზღვრა მაჩას ჯამების დიზაინი და ესთეტიკა. 

მაჩას ჯამის ერთერთი გამორჩეული მახასიათებელია მისი ფორმა. მას, როგორც წესი, აქვს ფართო პირი და მომრგვალებული შიდა ზედაპირი, რაც მაჩას ბამბუკის მოსარევი ჩხირით (ჩასენით) მარტივად ათქვეფის საშუალებას იძლევა. 

Various Matcha tea bowls


მისი გლუვი შიდა ზედაპირი ხელს უწყობს იმ წვრილი ქაფის წარმოქმნას, რომელიც სწორად მომზადებულ მაჩას ახასიათებს. თითოეულ ჯამს ასევე აქვს თავისი უნიკალური ხასიათი – თიხის, ჭიქურის (გლაზურის) და გამოწვის პროცესის შედეგად, რაც ყოველ ნამუშევარს ოდნავ განსხვავებულ ტექსტურასა და იერს ანიჭებს. 

სხვადასხვა სეზონზე განსხვავებული ჯამებიც გამოიყენება. ზაფხულში უფრო ფართო და ღია ფორმის ჯამები გამოიყენება, რათა ჩაი უფრო სწრაფად გაცივდეს, ხოლო ზამთარში უფრო ღრმა ჯამები რათა შეინახოს სითბო. ჩაის ცერემონიაში ჩავანი მხოლოდ ჭურჭელი არ არის – ის მნიშვნელოვანი ობიექტია, რომელსაც სტუმრები ყურადღებით აკვირდებიან და აფასებენ მის ფორმას, ტექსტურასა და ოსტატობას. 

დღეს მაჩას ჯამები ფასდება არა მხოლოდ როგორც ჩაის მოსამზადებელი ჭურჭელი, არამედ როგორც კერამიკული ხელოვნების ნიმუში, რომელიც ასახავს იაპონიის ესთეტიკასა და კულტურულ ტრადიციებს. AYANOMA-ში გთავაზობთ მაჩას ჯამებს, რომლებიც მზადდება იაპონიის ცნობილ კერამიკულ რეგიონებში, როგორიცაა ჰასამი (Hasami) და მინო (Mino). გთხოვთ, აირჩიოთ თქვენთვის სასურველი და თავად გამოსცადოთ მისი გამოყენება.

TOP