Ayanoma-ს მაღაზია რუსთაველის გამზირზე ორ განსხვავებულ სივრცეს მოიცავს: „გალერეას“ და „კისსას“. სტუმრებს შეუძლიათ საკუთარი სურვილისდა მიხედვით აირჩიონ სასურველი გარემო და მიირთვან ყავა და სხვა სასმელები.

გალერეა
ღიაა ყოველდღე, დილის 8:00 სთ-დან საღამოს 10:00 საათამდე.
რუსთაველის გამზირზე მდებარე მთავარ სივრცეში – „გალერეაში“ – სტუმრებს შეუძლიათ დააგემოვნონ იაპონიიდან საჰაერო გზით ჩამოტანილი პრემიუმ ხარისხის ყავა, დაათვალიერონ და შეიძინონ ტრადიციული იაპონური ნაკეთობები, მიირთვან ქართული ღვინო და ეზიარონ მრავალფეროვან კულტურულ გამოცდილებებს.
ასევე, აქ ჩატარდება ხელით ფილტრაციის (Hand Drip) მეთოდით ყავის მომზადების მასტერკლასები, იაპონური კულტურისადმი მიძღვნილი ღონისძიებები და მოწვეული ხელოვანების ნამუშევრების გამოფენები.

კისსა
ღიაა ყოველდღე 10:00 სთ-დან 18:00 საათამდე. ოთხშაბათობით დახურულია.
„კისსა“ იაპონური ტერმინია, რომელიც სიტყვასიტყვით „ჩაის დალევას“ ნიშნავს. იგი აღნიშნავს კლასიკური კაფეს სტილს, რომელიც დასავლური და იაპონური კულტურის შერწყმით ჩამოყალიბდა და იაპონიაში დაახლოებით 1930-იანი წლებიდან იწყო გავრცელება.
„კისსას“ სივრცე „გალერეასთან“ შედარებით უფრო პატარა და ინტიმურია. აქ უფრო მშვიდი და მყუდრო გარემოა, ყავა კი სხვადასხვა იაპონური კერამიკული ჭურჭლით მიირთმევა, რომელიც იაპონიის სხვადასხვა რეგიონიდან არის შეგროვებული. „კისსას“ შესასვლელი რუსთაველის გამზირიდან ახლოს, ბესიკის ქუჩაზე მდებარე მუქი წითელი კარია.
Kissa-ს სივრცეში Easy-Brew ყავა და ღვინო არ არის ხელმისაწვდომი. ტკბილეულიდან მხოლოდ იაპონური პუდინგი და სხვადასხვა გამომცხვარი პროდუქტი არის შემოთავაზებული. ამის ნაცვლად, სტუმრებს ვთავაზობთ იაპონიიდან საჰაერო გზით ჩამოტანილ მცირე რაოდენობის კონპეიტოს – ვარსკვლავის ფორმის შაქრის კანფეტს, რომელიც ყავასთან ერთად მიირთმევა.