ინფორმაცია

გრანდიოზული გახსნა

2026 წლის 18 აპრილს AYANOMA პირველად გააღებს კარს თბილისის გულში – შოთა რუსთაველის გამზირის 16 ნომერში. 

ყოველი ფინჯანი ყავა, რომელსაც აქ მიირთმევთ, ხელითა და განსაკუთრებული ყურადღებით მზადდება. ჩვენ ვიყენებთ იაპონიის მოწინავე ოსტატების მიერ მოხალულ მარცვლებს, რომლებიც პირდაპირ იაპონიიდან ჩამოგვაქვს, ხოლო მომზადების პროცესში ვეყრდნობით იაპონური მწარმოებლის ინსტრუმენტებს, რომლის ისტორია საუკუნეზე მეტს ითვლის. 

ჩვენს სივრცეში შეძლებთ არა მხოლოდ დააგემოვნოთ და შეიცნოთ იაპონური ყავის კულტურა, არამედ ახლოდან გაეცნოთ საგულდაგულოდ შერჩეულ იაპონურ ხელნაკეთ ნივთებს, შეეხოთ მათ და სურვილის შემთხვევაში, იაპონიის მცირე ნაწილი სახლშიც წაიღოთ. 

AYANOMA-ს მიზანი იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული ხიდის შექმნაა – ორი უძველესი ტრადიციების მქონე ქვეყნის დაკავშირება, რომელთაც ერთმანეთისგან დიდი მანძილი აშორებთ, მაგრამ რომელთა დაახლოებაც ერთ ფინჯან ყავას შეუძლია. 

18 აპრილს გახსნას 12:00 საათზე ვგეგმავთ. 

მოუთმენლად ველით თქვენთან შეხვედრას!

TOP