ჩვენი ერთგულება ყავის მიმართ AYANOMA-ში 


1. „KONO“-თი მომზადებული ყავა – იაპონური ოსტატობის საუკუნოვანი ტრადიცია 

KONO


AYANOMA-ში თითოეულ ფინჯან ყავას ხელით ვამზადებთ იაპონური მწარმოებელი კომპანია COFFEE SIPHON CO., LTD.-ის აღჭურვილობით, რომელიც 1925 წელს დაარსდა. მათი KONO MEIMON Filter, რომელიც 1973 წელს შეიქმნა, იყო მსოფლიოში პირველი ერთხვრელიანი, კონუსის ფორმის ფილტრი, შექმნილი იმისთვის, რომ ყავაში დელიკატური და ნიუანსური გემოები სრულად გამოევლინა. იაპონური ოსტატობისადმი პატივისცემისა და KONO-ს მიმართ ჩვენი აღფრთოვანების ნიშნად, ხელით მომზადებულ ყავას უბრალოდ „KONO“-ს ვუწოდებთ და მენიუშიც ასე მოვიხსენიებთ. 


2. საგულდაგულოდ შერჩეული მარცვლები, ოსტატურად მოხალული

ჩვენ მიერ გამოყენებული ყავის მარცვლები იაპონიაში საგულდაგულოდ იხალება იაპონური ყავის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურის, აქიმასა ქავაქუბოს მიერ, მისი უნიკალური ტექნიკით. მოხალული მარცვლები შემდეგ საჰაერო გზით ჩამოაქვთ ჩვენთან (რათა შენარჩუნდეს მათი ხასიათი). როგორც კარგი ღვინო, ყავაც დროთა განმავლობაში ნაზად ვითარდება – შეიგრძენით ჩვენი ყავის მარცვლების დახვეწილი და გამორჩეული არომატები.


AKIMASA KAWAKUBO

AKIMASA KAWAKUBO

დაიბადა ოსაკაში, იაპონიაში. მან დააარსა Japan Coffee Festival – ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ყავის მეშვეობით ადგილობრივი თემების გააქტიურებასა და განვითარებას. ასევე ოსაკას იოდოგავას რაიონში ფლობს კაფეს, ყავის მოხალვის საწარმოსა და საცხობს. 

გარდა ამისა, იგი აქტიურად უწყობს ხელს KONO-ს აღჭურვილობის პოპულარიზაციას როგორც იაპონიაში, ისე საერთაშორისო დონეზე და მხარს უჭერს სხვადასხვა პროექტს, რომელიც ყავასა და კულტურას უკავშირდება. 

3. ტრადიციული იაპონური და განსაკუთრებული ჭურჭლით მომსახურება

AYANOMA-ში ყავას გვთავაზობთ „მინო“ ჭურჭლით – ტრადიციული იაპონური  კერამიკით, რომელიც 1000 წელზე მეტ ისტორიას ითვლის. “მინოს” გარდა ასევე ვიყენებთ  სხვა იაპონურ კერამიკას, ქართულ ფინჯნებსა და ჭიქებს, და სხვადასხვა კულტურის წარმომადგენელ თეფშებს მთელი მსოფლიოდან. AYANOMA-ს ფილოსოფიაა დიალოგი ყავის მეშვეობით – რომელიც აკავშირებს იაპონიას, საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კულტურებს. 


ჩვენი საფირმო ბლენდი „AWAI“ 

AYANOMA Coffee

AYANOMA – ში წარმოდგენილ ბლენდის ყავებს იაპონური სახელები აქვთ. ეს სახელები არ აღწერს კონკრეტულად მარცვლების ტიპს, არამედ გამოხატავს თითოეული ნაზავის კონცეფციას, ფილოსოფიას და სასურველ გემოს პროფილს. 

„AWAI (間)“ არის საფირმო ბლენდი, რომელიც აქიმასა ქავაქუბომ სპეციალურად AYANOMA-სთვის შექმნა და რომლის დაგემოვნებაც მხოლოდ ჩვენთან არის შესაძლებელი. 

კანჯი (იაპონური დამწერლობის იეროგლიფი)   აქვს რამდენიმე წაკითხვა -მაგალითად Ma, Ai, Aida, Awai, Hazama, Kan, Ken და Gen – რომლებიც კონტექსტის მიხედვით იცვლება, თუმცა მათ საერთო ძირითადი მნიშვნელობა აქვთ: შუა“, „შორის სივრცე. ამ იდეიდან გამომდინარეობს ისეთი მნიშვნელობები, როგორიცაა სივრცე, დრო, ურთიერთობა და პაუზა. 

ეს კონცეფცია იმდენად მნიშვნელოვანია იაპონურ კულტურაში, რომ ის თვითონ სიტყვა „ადამიანშიც“ კი გვხვდება (人間, ningen), რაც ასახავს ადამიანებს შორის დროისა და კავშირის მნიშვნელობას. 

ამ წაკითხვებიდან „AWAI“ ყველაზე პოეტურია და ყოველდღიურ ენაში იშვიათად გამოიყენება. როდესაც იკითხება როგორც „AWAI“, იგი გულისხმობს მნიშვნელობას: ორ ერთმანეთის მიმართ მდგომ საგანს შორის არსებული სივრცე ან ორი ელემენტის ურთიერთკავშირი

ჩვენი კაფეს სახელში – Ayanoma (文乃間) – კანჯი „間“ აღნიშნავს სივრცეს, დროს ან ადგილს, რომელიც სხვადასხვა ელემენტებს ერთმანეთთან აკავშირებს, ხოლო ჩვენი საფირმო ბლენდი „AWAI“ სწორედ ის მედიუმია, რომელიც ამ ურთიერთობებს აერთიანებს. 

AWAI-ს ბლენდი მზადდება მხოლოდ ეთიოპიური მარცვლებისგან – ყავის სამშობლოდან. მასში დაბალანსებულია ყვავილოვანი არომატულობა და მშვიდი, დახვეწილი სიღრმე. მისი გემო განსხვავებულად აღიქმება იმის მიხედვით, თუ რა „MA“ (შუა სივრცე) არსებობს თქვენს შინაგან მდგომარეობაში იმ მომენტში. ეს არის ყავა დიალოგისთვის, სადაც გემოს მცირე ცვლილებებიც კი განსაკუთრებულად ფასდება. 


Easy Brew Coffee

Easy Brew ყავა მზადდება ნელ ცეცხლზე დაყენებით (ჩაიდანში ხარშვის მეთოდით). განსხვავებით ხელით მომზადებული (dripping method) ყავისგან, მას უფრო ღრმა და მდიდარი გემო აქვს.

ამ მეთოდისთვის გამოიყენება ბლენდი „FUKAI AO“, რომელიც აქიმასა ქავაქუბოს მიერ არის მოხალული და იაპონიიდან საჰაერო გზით ჩამოტანილი.

ჩაიდანში ხარშვით ყავის მომზადება მხოლოდ იაპონიისთვის არ არის დამახასიათებელი – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდი ხანია გამოიყენება როგორც ცხელი, ისე ცივი ექსტრაქციის მეთოდები. თუმცა ამ სტილით მომზადებისას, თუ მარცვლები სწორად არ არის მოხალული, ადვილად შეიძლება გამოვიდეს არასასურველი სიმწარე და უხეში გემო.

ქავაქუბოს მიერ საგულდაგულოდ მოხალული მარცვლების წყალობით ეს არასასურველი ნოტები თითქმის სრულად ქრება და რჩება სუფთა, სასიამოვნო ფინჯანი ყავა. გარდა ამისა, მისი მომზადება შესაძლებელია უბრალოდ დაფქული ყავის წყალში დაყოვნებითაც, დამატებითი ხარშვის გარეშე, რაც საშუალებას იძლევა მარტივად მომზადდეს სახლშიც.

TOP