2026 წლის 26-27 სექტემბერს, Expo Georrgia-ში გამართულ Tbilisis Coffe Festival-ზე, ჩვენ, AYANOMA-მ მივიღეთ მონაწილეობა.

AYANOMA არის თბილისში პირველი იაპონური სტილის კისატენი — ტრადიციული იაპონური ყავის სახლი. ჩვენ ვიყენებთ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან შერჩეულ განსაკუთრებულ ყავის მარცვლებს, რომლებსაც იაპონიაში, განსაკუთრებული ოსტატობითა და მრავალწლიანი გამოცდილებით გამორჩეული პროფესიონალი, ყავის მოხალვის ოსტატი, ყურადღებით ხალავს. შემდეგ ახლად მოხალული ყავის მარცვლები საჰაერო გზით, პირდაპირ თბილისში ჩამოგვაქვს. ყავის თითოეულ ფინჯანს ხელით, ინდივიდუალურად და დიდი ყურადღებით ვამზადებთ, იაპონური, მრავალწლიანი ისტორიის მქონე, ყავის აღჭურვილობის მწარმოებლის, ინვენტარის გამოყენებით.

ჩვენს კაფეში განსაკუთრებული ადგილი უკავია მუქი მოხალვის ყავას – სტილს, რომელიც იაპონურ კისატენებში უკვე მრავალი ათწლეულია უყვართ. ამასთან ერთად, გთავაზობთ საშუალო და მსუბუქი მოხალვის მარცვლებსაც, ამიტომ სტუმრებს შეუძლიათ მოხალვის განსხვავებული სტილისა და გემოს ფართო სპექტრი აღმოაჩინონ.

განსაკუთრებული ყავის, თანამედროვე სამყაროში, მუქი მოხალვის ყავა საკმაოდ იშვიათია. ფესტივალზე ჩვენს სტენდზე სტუმრებს ერთდროულად შეეძლოთ მუქი და მსუბუქი მოხალვის ყავის დაგემოვნება და მათი ერთმანეთთან შედარება. ვფიქრობთ, ბევრისთვის ამ განსხვავების აღმოჩენა ახალი და საინტერესო გამოცდილება იყო.

AYANOMA მხოლოდ 2026 წლის აპრილში გაიხსნა, ამიტომ ჩვენ ჯერ კიდევ ახალი კაფე ვართ. სწორედ ამიტომ, ეს ფესტივალი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ორი დღე იყო – შესაძლებლობა, ყავის მოყვარულებისთვის პირადად გაგვეზიარებინა AYANOMA-ს კონცეფცია, ჩვენი მიდგომა ყავისადმი და იაპონური ყავის კულტურის ის ნაწილი, რომლის გაცნობაც თბილისში გვინდა.
დიდი მადლობა ყველას, ვინც ფესტივალზე ჩვენს სტენდს ეწვია და ჩვენი ყავა დააგემოვნა!
ხოლო თუ ჩვენს სტენდს თვალი მოჰკარით და AYANOMA-მ დაგაინტერესათ, მაგრამ ყავის გასინჯვა ვერ მოასწარით – აუცილებლად გვესტუმრეთ კაფეში და ერთხელ მაინც დააგემოვნეთ ჩვენი ყავა. სიამოვნებით გიმასპინძლებთ!