იაპონური ორგანული მწვანე ჩაი
საცუმა-ჩა ბიოიი

AYANOMA-ში შემოთავაზებული იაპონური მწვანე ჩაი, „საცუმა-ჩა ბიორი“ (さつま茶 日和), უმაღლესი ხარისხის ორთქლზე დამუშავებული სენჩაა, რომელიც მზადდება იაპონიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, კიუსიუს რეგიონში მდებარე კაგოშიმას პრეფექტურის, საცუმას მხარეში მოყვანილი ჩაის ფოთლებისგან.

ეს ფერმა, რომელიც 1960-იანი წლებიდან აშენებს ჩაის, ხელმძღვანელობს ფილოსოფიით — შექმნას ჩაი, რომელიც სასიკეთოა როგორც ადამიანებისთვის, ასევებუნებისთვის. იგი სრულად გამორიცხავს ქიმიური სასუქებისა და პესტიციდების გამოყენებას და ამის ნაცვლად ყურადღებას ამახვილებს გარემოს ბუნებრივი ძალის გამოვლენაზე. პესტიციდების გარეშე მოყვანა 1993 წელს დაიწყო, ხოლო 2002 წელს სრულმასშტაბიანი ორგანული მეურნეობა განხორციელდა, იაპონიის სხვადასხვა უსაფრთხოების სერტიფიკაციის სტანდარტების დაკმაყოფილებით.

„საცუმა-ჩა ბიორი“ ორგანული სენჩაა, რომელიც განსაკუთრებული ზრუნვითა და პასუხისმგებლობით იქმნება — არა მხოლოდ ადამიანებისთვის, არამედ ყველა ცოცხალი არსებისა და თავად ბუნებისთვის. მის დასამზადებლად გამოიყენება გაზაფხულის პირველი მოსავლის დროს მოკრეფილი, საგულდაგულოდ შერჩეული უმაღლესი ხარისხის ჩაის ფოთლები.
ორთქლზე დამუშავების მეთოდი ჩაის ბუნებრივ სიმწარესა და სიმკაცრეს არბილებს, შედეგად ნაყენი გამორჩეულად კაშკაშა, მდიდარ მწვანე შეფერილობას იძენს. გემო კი ხავერდოვნი, სრულყოფილი და სავსეა.
მისი კიდევ ერთი გამორჩეული თვისებაა წვრილად დაქუცმაცებული ფოთლები, რაც ჩაის ცივი დაყენების მეთოდისთვის შესანიშნავია. ცივ წყალში მომზადებისას იგი
ავლენს სუფთა, ნაზ და ბუნებრივ სიტკბოს, რაც სეზონისა თუ განწყობის მიხედვით გემოს სრულიად განსხვავებულ განზომილებას გვთავაზობს.

AYANOMA-ში სენჩა მიირთმევა ტრადიციული იაპონური ხელოვნების ნიმუშად აღიარებულ, კუტანის კერამიკის (Kutani Ware) ულამაზეს იუნომის ფინჯნებში, რაც ჩაის დაგემოვნების გამოცდილებას.